”საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში. […]იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს”.

ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა URA.RU-ს განუცხადა. რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, „ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან“. ზატულინი დარწმუნებულია, რომ ოცნებები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”.