საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

“საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ “- ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

”მე ერთხელ ვისურვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში არის არა ერთი მილიონერი მოქალაქე, რომელსაც შეეძლო ეს საჩუქარი გაეკეთებინა ქვეყნისთვის და ერთი მილიონი დოზა თავისი კონტაქტებითა და ფინანსებით ქვეყნისთვის ეჩუქებინათ”- განაცხადა კულუმბეგოვმა.