“საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია“-ჯორჯ კენტი

George Kent, deputy assistant secretary of state for European and Eurasian Affairs, at a House Intelligence Committee hearing as part of the impeachment inquiry into U.S. President Donald Trump on Capitol Hill in Washington, U.S., November 13, 2019. REUTERS/Jonathan Ernst

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, საქართველომ, აშშ-ის მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარების და დამოუკიდებლობას მიაღწია. თუმცა მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების გასაძლიერებლად.

„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია. ეუთომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო,“- აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოახერხეს.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან : დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას“, – აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. მისი თქმით, შეერთებული შტატები წლებია საქართველოს მხარს უჭერს რეფორმების გატარებასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ეხმარება მას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ოკუპაციის გარდა საქართველოს წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.