“არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. და კრემლი აქ არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა 30-იანი წლების ბოლოს წამოიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. […] საქართველო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენში შეშფოთება არ გამოიწვიოს. ვისურვებით, რომ სიტუაცია გამოსწორდეს”.

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.