საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება რომ გაყალბდეს – იოსელიანი საარჩევნო რეფორმებზე

“საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება რომ გაყალბდეს”- პარტია “მოქალაქეების” ლიდერი იმ საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტზე საუბრობს, რომელიც ოპოზიციამ მმართველ გუნდს წარუდგინა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს. იოსელიანის თქმით, აღნიშნული საარჩევნო რეფორმის პაკეტით, შეუძლებელი იქნება რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდეს.

”შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმები. შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10% სავალდებულო გადათვლის ვალდებულება. შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, ასი მეტრის რადიუსით იზრდება შეკრების ადგილი საარჩევნო უბნებთან. ამის გარდა, მათ შორის, დაუბალანსებული ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას. ეს ყველაფერი ერთობლივად დამდვილად გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება უბრალოდ, რომ გაყალბდეს” – ამბობს „მოქალაქეების“ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.