საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჩამოვიდა

სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში 4 ნოემბერს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოლსონი პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდება.

ის ასევე დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს გაეცნობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს