საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით ქვეყანაში სულ 1195 ადამიანი გარდაიცვალა.