საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 754 შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 937-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 22, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 405, აჭარაში – 145, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში – 300, აჭარაში – 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 102, აჭარაში – 7, იმერეთში – 10. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.