საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი ქართველ ხალხს აზარალებს – შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია.

“აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რაც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი ქართველ ხალხს აზარალებს “, – წერს სენატორი ჯინ შაჰინი ტვიტერზე.