საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83% აცრილია

საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების 83%-მა კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი ავრცელებს.

ერთ–ერთი პირველი, ვინც აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკელსიისეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო:

“მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც”.- თქვა მან.

კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.