საქართველოში კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს

საქართველოში კომენდანტის საათი მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა 232 დღის წინ დაწესდა და ის, დღემდე 30 ივლისის 23:00 საათამდე მოქმედებდა.

კომენდანტის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს 2 000 ლარით აჯარიმებდნენ, თუმცა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ჯარიმების ამნისტირების გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს ჯარიმა გაუუქმდათ.

თავდაპირველად მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ, შემდეგ კი საათები შემცირდა და ის 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მოქმედებდა.

კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, რესტორნებსა და საკვებ დაწესებულებებს მუშაობა მხოლოდ 00:00 საათამდე შეეძლებათ.