საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.