საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-2, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6640–ს შეადგენს, მათგან 3419 გამოჯანმრთელებულია, 41 კი გარდაცვლილი.