საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7564–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 48 ადამიანი.

დღეს გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 3992 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.