საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 554-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 განიკურნა, 50 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1100 პირი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.