საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 50

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი და მათი რიცხვი 50–მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 განიკურნა, 50 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1100 პირი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.