საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11794-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6327-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.