საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმალვობაში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა.

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 30303
  • გამოჯანმრთელებულია – 11370
  • მათ შორის გარდაცვლილია – 215
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 3769
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2268
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  3832 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.