საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 51 993
  • გამოჯანმრთელებულია – 37 019
  • მათ შორის გარდაცვლილია – 423
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  3 094
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 438
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.