საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 79678
  • გამოჯანმრთელებულია – 62061
  • გარდაცვლილია – 703
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2326
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3280
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5592
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.