საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 96 860
  • გამოჯანმრთელებულია – 77 932
  • გარდაცვლილია – 894
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 226
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 411
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 879
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი