საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3200.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 118 690
  • გამოჯანმრთელებულია – 98 781
  • გარდაცვლილია – 1124