საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
  • გამოჯანმრთელებულია – 117 560
  • გარდაცვლილია – 1 303
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.