საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1 303

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
  • გამოჯანმრთელებულია – 117 560
  • გარდაცვლილია – 1 303
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.