საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 990 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3265 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარდა სულ 8016 ტესტი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • ინფიცირებულია – 228 410
  • გამოჯანმრთელებულია – 214 992
  • გარდაცვლილია – 2528