საქართველოში კორონავირუსის 1357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 748 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა.

14 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 244 612
  • გამოჯანმრთელებულია – 228 359
  • გარდაცვლილია –  2 867
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15 891, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, PCR ტესტით –  7 124
  • კარანტინის რეჟიმში – 469
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 780
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 638