საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 989 ტესტი ჩატარდა.