საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 751 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.66 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 5, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 797, აჭარაში – 201, იმერეთში – 301. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი, მათ შორის, თბილისში – 149, აჭარაში – 32, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 161 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 13.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 865 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 354 პირი, აჭარაში – 873, იმერეთში – 1020.