საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.