საქართველოში კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 672 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა, აქედან 19 809 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 859 PCR-ით. დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 569 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 216 742 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,34%-ია, ბოლო 14 დღის – 2,54%, ბოლო 7 დღის – 2,36%.