საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა – 629, იმერეთი – 803, ქვემო ქართლი – 376, შიდა ქართლი – 381, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 537, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.