საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1597 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 126 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 597 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 605 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542.