საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 657 753-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.