საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 137 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 873, ქვემო ქართლი – 356, შიდა ქართლი – 362, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 614, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.