საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიღრმემ 5 კილომეტრი შეადგინა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.