საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს თბილისის დროით 10:43 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, სოფელ გორასთან მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.