“პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ ნამდვილად. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში. როგორც წესი, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები რაღაც დანაშაულზე, ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ. სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენის საჭიროა. რომ ის ციხეში იყოს, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება. პრემიერმინისტრის განცხადება არის მიუღებელი. ეს გვანახებს, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა.

.ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ”

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.