საქართველოში სიტუაცია უარესდება – რებეკა ჰარმსი

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება.

მან ელენე ხოშტარიას “ტვიტი” გადააზიარა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა და TV პირველის გარშემო მიმდინარე მოვლენებია აღწერილი. ხოშტარია წერს, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიის ოფისში შესვლისა და მასალების ამოღების უფლება მისცა.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მოგვიანებით, უწყებამ  განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას.

6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.