საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა – კულება

უკრაინული მედიის ეთერში საუბრისას, საგარეო საქმეთა მინიტსრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა. კულება აღნიშნავს, რომ ელჩის ყოფნა არ ყოფნა ყოველთვის პოლიტიკური საკითხია, ხოლო როდის წავა ელჩი საქართველოში ეს პოლიტკიური დროის საკითხია.

“ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ქართველ ხალხთან უცვლელად ძმური და პოზიტიური რჩება, იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, – განმარტა კულებამ.