საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყება. ამ ვაქცინისთვის რეგისტრაცია კი 27 აპრილიდან გაიხსნება. 100 000 დოზა “სინოფარმის“ ვაქცინა საქართველოში 3 აპრილს ჩამოიტანეს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ დაელოდებოდნენ, როდის მიიღებს ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას და მას შემდეგ დაიწყებდნენ ამ ვაქცინით აცრას, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და სინოფარმით ვაქცინაცია ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ის ამ დროისთვის ჯანმო–ს ავტორიზაციას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

„ შემიძლია გითხრათ, რომ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას.

ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია C0vid19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით – Oxford/AstraZeneca-ს და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოში ამ დოისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 29 184 პირს ჩუტარდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.