საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლით და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს – UNICEF

“საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები “- ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც UNICEF- ი აცხადებს COVID-19  სწრაფად გავრცელებისადმი დაუცველნი არიან ისეთ  ბავშვები, სადაც ოჯახში  სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

UNICEF აცხადებს, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მათივე თქმით, ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე”, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.