საქართველოში COVID-19-ით კიდევვ 25 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

“ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.