საქართველოში COVID-19-ის ინდური შტამი 5 მოგზაურს დაუდასტურდა – NCDC

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრი საქართველოში ინდური შტამის (SARS-CoV-2) გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი თქმით, აღნიშნული შტამი საქართველოში 1 ქვეყნიდან ჩამოსულ 5 ადამიანს დაუდასტურდა.

“კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,– აცხადებს NCDC.