საქართველოში COVID-19-ის 671 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

18 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 357 591
  • გამოჯანმრთელებულია – 343 377
  • გარდაცვლილია – 5 131
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 28 593, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, PCR ტესტით – 13 239
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%
  • კარანტინის რეჟიმში – 42
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 825
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 599