საქართველოშ კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 423, ხოლო გარდაიცვალა — 22 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის, 17 883 კვლევა ანტიგენის და 15 746 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 4,06%, ბოლო 14 დღის — 3,67%, ხოლო 7 დღის — 4,07%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 376 200-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა.