“არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ მას, არ ვიცნობ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პოზიციებზე მყოფ პირებს და ამჟამად  ვცხოვრობ თურქეთში.

ამ ქვეყანაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა, ერთის მხრივ, მან, უფრო სწორედ თურქეთმა გაუწია ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას, დაგმო, ის მუდმივ რეჟიმში გმობდა რუსეთის რუსეთის აგრესიას და ანექსიას, მუდმივად მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სულ მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლის მხრივ და აწვდიდა საბრძოლო იარაღს უკრაინას, მათ შორის ბაირახტარს.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა ხიდები რუსეთთან, ის ხიდები, რომელიც შექმნა და რაღაც გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა. ამან მისცა თურქეთს საშუალება, რომ ერთგვარ მედიატორად გამოსულიყო, მათ შორის იმ პროცესში, რომ 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოსულიყო უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში თუ აფრიკის რეგიონში შესასვლელად, რომ არ ყოფილიყო გლობალური შიმშილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი არის პრორუსული, პროუკრაინულია. ბევრად უკეთ ვიცნობ დღევანდელ თურქულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვიდრე ქართულს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უწყის, თუ რას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა. ვიმედოვნებ, რომ ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს, რომელმაც გაეროს ყველა ჩარტერის გვერდის ავლით ყველანაირი საერთაშორისო კანონი დაარღვია,“

ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა  მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ “ტვ პირველის” ეთერში დასმულ კითხვას – არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსული.