საქართველო ეკონომიკურად არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს – ხელაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამოუვარდება.

“საქართველო ეკონომიკურად არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს, თუ რამდენად მოხდა შენარჩუნება ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლების. განსაკუთრებით თუ ვნახავთ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრობლემა არ იქნება. ასე რომ, ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია შექმნილი” – ამბობს ხელაშვილი “იმედის” ეთერში.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონული გართულებების, ყარაბაღში ომის და რუსეთის აგრესიულობისა “საქართველოს მთავრობამ შეძლო როგორც ინსტიტუტების, ასევე ეკონომიკის, პანდემიის მართვა, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შენარჩუნება და განვითარება”.