საქართველო მზადაა კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყანა მზადაა კონკრეტული ნაბიჯებისთვის ინტეგრაციის გზაზე.

“დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციაცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლისთავი შესრულდა! გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის უფრო მეტისთვის – კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.