საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია “- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომელიც მიზნად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავს.

“საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.