საქართველო სამაგალითოა მსოფლიოში, ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა – თეა წულუკიანი

“საქართველო სამაგალითოა მსოფლიოში, ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა”- საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის Bellingcat-ის გამოძიების შესახებ არ არის ცნობილი, რომელიც, კარანტინის დროს საქართველოში კორუფციაზე საუბრობს. წულუკიანი ყურადღებას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ დანარჩენი “ბელეტრისტიკაა”.

“არ არის ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი. მე ის ვიცი, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც სამაგალითო მსოფლიოში. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად, ეფექტურად, დავიცავით ყველამ, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც მკაცრი დისციპლინა და ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად, ეპიდემიოლოგების პროფესიული აზრის გათვალისწინებით და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, იყო წარმატებული და საკუთარ ქვეყანაში არ გქონდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გქონდეს გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი და დაავადების დაბალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა”, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.